ალეკო ელისაშვილი - პრეზიდენტი თუ აღადგენს შეწყალების კომისიას, კარგი იქნება, მაგრამ არ მინდა დავიჯერო, რომ თავმჯდომარედ იმ ქალბატონს დანიშნავს - ეს იქნება კატასტროფა, პირდაპირ კორუფციის დახლს დადგამენ

გასაგებია, რომ სააკაშვილს ძალიან უნდა ციხიდან გამოსვლა, მაგრამ ვერ გამოვა, სალომე ზურაბიშვილი ვერ შეიწყალებს, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ალეკო ელისაშვილის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს კიდევ ორი ბრალი აქვს წაყენებული, რომელზედაც განაჩენი არ დამდგარა და თუ ზურაბიშვილი შეიწყალებს, უკან შეატრიალებენ.

„ვინ აიმედებს სააკაშვილს ასეთ აბსურდში? ამდენი თანამდებობაზე ნამყოფი ხალხია მის პარტიაში. მთავარი პროკურორები, იუსტიციის მინისტრები და ვინ არ ჰყავთ. ვინ ეუბნება, რომ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია მისი შეწყალება? ძალიანაც რომ უნდოდეს სალომე ზურაბიშვილს ვერ შეიწყალებს. ელემენტარულია ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა ახლა რომ შეიწყალოს სააკაშვილი იმ განაჩენზე, რის გამოც ახლა სასჯელს იხდის, კარი როგორც კი გაიღება და საკნიდან გამოვა, იქვე დახვდებიან პოლიციელები და უკან შეაბრუნებენ. დამდგარი განაჩენის შეწყალება შეიძლება. ეს ხომ ინდულგენცია არაა როგორც კათოლიკურ სამყაროში იყო შუა საუკუნეებში“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილმა გადაცემაში ასევე ისაუბრა გავრცელებულ ინფორმაციაზე რომლის თანახმადაც, სალომე ზურაბიშვილი პატიმართა შეწყალების კომისიის ამოქმედებას და მის ხელმძღვანელად ეკა ბესელიას დანიშნავს გეგმავს.

ელისაშვილის თქმით, ეკა ბესელიას კომისიის თავმჯდომარედ დანიშვნა კატასტროფა იქნება.

სალომე ზურაბიშვილი თუ აღადგენს შეწყალების კომისიას, ეს იქნება ძალიან კარგი, მაგრამ მე არ მინდა დავიჯერო, რომ თავმჯდომარედ იმ ქალბატონს დანიშნავს. ეს იქნება კატასტროფა, პირდაპირ კორუფციის დახლს დადგამენ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მისივე შეფასებით, სალომე ზურაბიშვილმა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, როცა შეწყალების კომისია გააუქმა.

„ეს იყო მიუტევებელი შეცდომა. მერე შარში გაეხვია და ძალიან ძვირადაც დაუჯდა. მკვლელები და 30 წელი ძებნილები შეიწყალა და სკანდალი იყო. თქვა კიდევაც შოთაძემ, რომ როგორც კი ამოწურავს თავის ვადას სალომე ზურაბიშვილი, მაგ საქმეს მივხედავთო. სისხლის სამართლის საქმეს აღუძრავენ ამაში დარწმუნებული ვარ აბსოლუტურად. რა იყო და როგორ იყო არ ვიცი, მაგრამ ძალიან მძიმე ფაქტი იყო“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის