სამთო მომზადების სკოლამ 18 წლის იუბილე აღნიშნა

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლა დაარსებიდან 18 წლის იუბილეს აღნიშნავს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირად შემადგენლობას პროფესიული დღე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ მიულოცეს.

„სიტყვით მიმართვისას, მათ სკოლის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს და საერთაშორისო პარტნიორებს, ასევე სკოლის ინსტრუქტორებს მადლობა გადაუხადეს. სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ.

საიუბილეო ღონისძიებაზე „სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო კურსის სამხედრო სპეციალისტთა მომზადების პროგრამის“ დასრულებაც აღინიშნა. კურსი სამი კვირის განმავლობაში დაბა ბაკურიანში მიმდინარეობდა.

სამთო მომზადების სკოლაში გამართულ ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის ოჯახის წევრები დაესწრნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს