გიორგი ვაშაძე - ნავალნისა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას შორის პირდაპირი პარალელია - ნავალნის მკვლელობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია სააკაშვილის სწრაფი გათავისუფლება

ნავალნისა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას შორის პირდაპირი პარალელია - ნავალნის მკვლელობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის სწრაფი და დროული გათავისუფლება საპატიმრო დაწესებულებიდან, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ხალხმა უნდა დაიბრუნოს ძალაუფლება და საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, რათა „პოლიტიკური ოპონენტები არასდროს იმ სტილში არ ისჯებოდნენ, როგორც რუსეთის ფედერაციაში“.

„ნავალნის მკვლელობამ კიდევ ერთხელ დაანახა მთელ ცივილიზებულ სამყაროს, პუტინის რეჟიმმა როგორ დაასამარა დემოკრატია და როგორ გათელა ფეხქვეშ ნებისმიერი თავისუფალი აზრის გამოხატულება, მაგრამ მთავარი ისაა, რომ დარწმუნებული ვარ, რომ რეგიონში და მთელ მსოფლიოში დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს გაცილებით დიდი მხარდაჭერა და დაფასება ექნებათ მთელ ცივილიზებულ სამყაროში.

კითხვის ნიშანსაც არავინ დასვამს, რომ პირდაპირი პარალელია ნავალნისა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას შორის. ამას არ ვამბობ მე, ამ საკითხზე აჭრელებულია მთელი საერთაშორისო მედია. ნავალნის მკვლელობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის სწრაფი და დროული გათავისუფლება საპატიმრო დაწესებულებიდან.

და ბოლოს: ივანიშვილის პარტიას განზრახული აქვს, რომ საქართველოში დემოკრატია დაასამაროს ბოლომდე, სწორედ ამიტომ არ უნდა ევროკავშირი. ჩვენი თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველების, პატრიოტების ამოცანაა, ხელისუფლებიდან გავუშვათ ანტიდემოკრატიული ძალა, ივანიშვილის პარტია; ხალხმა დაიბრუნოს ძალაუფლება და დემოკრატიული განვითარებით, დაჩქარებული წესით გავხდეთ ევროკავშირის წევრი, რომ საქართველოში პოლიტიკური ოპონენტები არასდროს იმ სტილში არ ისჯებოდნენ, როგორც ამას რუსეთის ფედერაციაში აკეთებენ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძე ნავალნისა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას ადარებს და ამბობს, რომ ამაზე საუბრობს მთელი საერთაშორისო საზოგადოება.

„რატომ იყო დაპატიმრებული ნავალნი? - იმიტომ, რომ ის იბრძოდა დემოკრატიული, თავისუფალი რუსეთისთვის. რატომაა საპატიმრო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი? - იმიტომ, რომ ივანიშვილის პარტიას ასე უნდა. ისინი ფიქრობენ, რომ ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებენ, თუ მიშა საპატიმრო დაწესებულებაში არ ეყოლებათ. ამას მე კი არა, საერთაშორისო საზოგადოება ამბობს. ბევრი საუბარია ამაზე და კიდევ უფრო მეტი იქნება“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის რეგიონული დეპარტამენტის ცნობით, გუშინ, სასჯელაღსრულების მე-3 გამოსასწორებელ კოლონიაში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა.

უწყების მტკიცებით, ნავალნიმ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა, რის შემდეგაც მედიკოსებმა მის გადასარჩენად რეანიმაციული ღონისძიებები განახორციელეს, მაგრამ უშედეგოდ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში