გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნება“ ცდილობს იმაიმუნოს, მოატყუოს და ილუზიებში შეიყვანოს საზოგადოება - ამ ჭიდაობ-ჭიდაობით და ბორძიკ-ბორძიკით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ვერ გავხდებით

„ქართული ოცნება“ ცდილობს იმაიმუნოს, მოატყუოს და ილუზიებში შეიყვანოს საზოგადოება - ამ ჭიდაობ-ჭიდაობით და ბორძიკ-ბორძიკით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ვერ გავხდებით, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით გუშინ, პარლამენტში გამართულ რიგით მეორე შეხვედრის თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „გუშინდელმა შეხვედრამ ძალიან მკაფიოდ აჩვენა, რომ ივანიშვილის პარტიას ევროკავშირი არ უნდა და უნდა, რომ ხალხი კვლავ მოატყუოს, ვითომ რაღაცას აკეთებს“.

„ამ ჭიდაობ-ჭიდაობით და ბორძიკ-ბორძიკით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ვერ გავხდებით. ყველამ კარგად იცის, რა რეფორმებია საქართველოში გასაკეთებელი სასამართლო გასათავისუფლებელია; ასევე, ივანიშვილის არაფორმალური გავლენისგანაა გასათავისუფლებელი ყველა ინსტიტუცია; მედია უნდა იყოს თავისუფალი; პოლიტპატიმრები არ უნდა იყვნენ ციხეში და ა.შ. ამ ყველაფრის ნაცვლად, „ქართული ოცნება“ ცდილობს იმაიმუნოს, მოატყუოს და ილუზიებში შეიყვანოს საზოგადოება. ამ სამუშაო ჯგუფებში ჩვენი მონაწილეობა სწორედ ამას ემსახურება, რომ ივანიშვილის პარტიას ქართული საზოგადოების ილუზიაში შეყვანის შესაძლებლობა არ მივცეთ. სხვა პარტიამ სხვა სტრატეგია გადაწყვიტა? -ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. ყველას თავისი გზა აქვს. ჩვენ საზოგადოებას ვეუბნებით, რომ ყველგან ვიქნებით, სადაც ევროკავშირის საკითხია და ყოველთვის ვიტყვით სიმართლეს. დღეს სიმართლე არის ის, რომ ივანიშვილის პარტიას არ უნდა ევროკავშირი და არ უნდა საქართველოს განვითარება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე