ირანული მედია - სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანში მამაკაცმა 12 ნათესავი მოკლა

სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანში მამაკაცმა 12 ნათესავი მოკლა, - ამის შესახებ ინფორმაციას ირანული საინფორმაციო სააგენტო ISNA ავრცელებს.

ქერმანის პროვინციის იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ებრაჰიმ ჰამიდიმ განაცხადა, რომ ერთ-ერთი სოფელში შეიარაღებულმა პირმა მამას, ძმას და სხვა ნათესავებს ოჯახური კამათის გამო ცეცხლი გაუხსნა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელმა კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს