სოფო ჯაფარიძე - მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გათავისუფლებული მიხეილ სააკაშვილი, არ უნდა დაგვიმახინჯოთ ქალბატონო სალომე ჩვენი ქვეყნის ისტორია!

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დღეს რუსთავში გრძელდება.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე აცხადებს.

ჯაფარიძე საქართველოს პრეზიდენტს,ს ალომე ზურაბიშვილს მიმართავს, მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს.

„გრძელდება გუშინდელი კამპანია, წარმოუდგენელი აქტიურობაა, ხედავთ რამხელა რიგები დგას. ყველგან ,სადაც დღეს ჩავედი დამხვდა ეს მდგომარეობა და ვარ ძალიან გახარებული. ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ, თუ რამდენი ადამიანი არის მსურველი და რამდენი ადამიანი ითხოვს, რომ დაუყოვნებლივ იქნეს მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლებული. გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა რამდენად სასწრაფო არის მისი თავისუფლება იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ ნავალნის მაგალითი და ჩვენ ძალიან ბევრჯერ მოგისმენია რუსეთის მმართველი დიქტატორისგან ,ვლადიმერ პუტინისგან, რამდენჯერ გაავლო მან პარალელი ნავალნისა და მიხეილ სააკაშვილს შორის რამდენჯერ დაემუქრა როგორც ნავალნის, ასევე მიხეილ სააკაშვილს სიცოცხლის განადგურებით. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მივმართავ სალომე ზურაბიშვილს - დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლებული, არ უნდა დაგვიმახინჯოთ ქალბატონო სალომე ჩვენი ქვეყნის ისტორია და ხედავთ რამდენი ადამიანი გამოთქვამს სურვილს, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი. მთელი დღის განმავლობაში რამდენიმე ადგილას ვიყავი, ახლა რუსთავში ვიმყოფები და ასეთი რიგები არის ყველგან ხელმოწერა და ძალიან დიდი მადლობა ყველას და მე მჯერა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.“ - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა უნდა გადადგას ერთადერთი და სწორი ნაბიჯი და გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი, რაც მისივე შეფასებით, ქვეყანას „ააცილებს დიდ სირცხვილს და ისტორიულ ლაქას“.

„უამრავი ადამიანი დღეს აფიქსირებს თავის პოზიციას და უერთდება ხელმოწერების კამპანიას. მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, რომ მან არ დაუშვას ის, რაც მოხდა, სამწუხაროდ, ჩვენს მეზობელ ქვეყანაში. მას აქვს დღეს ამის შესაძლებლობა და ღრმად ვარ დარწმუნებული, როგორც ყველა ჰუმანური, ცივილიზებული ადამიანი წუხს იმაზე, რაც მოხდა რუსეთში, საქართველოს პრეზიდენტიც შეწუხებულია ამაზე და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ის გამოიყენებს თავის უფლებამოსილებას და არ დაუშვებს ამას ჩვენს ქვეყანაში. ეს ადამიანებიც ამ მოთხოვნით არიან დღეს და მიმართავენ საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს, რომ მან გადადგას ის ერთადერთი და სწორი ნაბიჯი, რაც აგვაცილებს დიდ სირცხვილს და ისტორიულ ლაქას, რაც შეიძლება მოხდეს საქართველოს მოქმედი ხელისუფლების გამო, რასაც ისინი ჩადიან მიხეილ სააკაშვილის მიმართ“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო