შალვა პაპუაშვილი - ლევან თედიაშვილის გარდაცვალება ჩვენი ქვეყნისთვის დიდი დანაკლისია - ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს, სპორტულ საზოგადოებას და მთლიანად საქართველოს

დღეს კიდევ ერთმა დიდმა ქართველმა ლევან თედიაშვილმა დაგვტოვა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს მიუხედავად მისი დიდი სპორტული მიღწევებისა ლევან თედიაშვილმა გიორგი შენგელაიას კინო-შედევრში “ხარება და გოგია”, შექმნა დაუვიწყარი ქართველი ვაჟკაცი კაცის სახე, სადაც გაერთიანებული იყო თავდადება, მეგობრობა და სიმართლისათვის ბრძოლა.

„ბატონი ლევანი არა მხოლოდ ლეგენდარული სპორტსმენი იყო, რომელმაც ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების 10 ფინალი მოიგო, არამედ გამორჩეული პიროვნება გახლდათ, რომლის მიმართ თაობებს განსაკუთრებული სიყვარული და პატივისცემა გააჩნდათ. მან, ასევე, დაუვიწყარი როლი შექმნა გიორგი შენგელაიას კინო-შედევრში “ხარება და გოგია”, რომელიც ქართველმა მაყურებელმა მალევე შეიყვარა. მან შექმნა ქართველი ვაჟკაცი კაცის სახე, სადაც გაერთიანებული იყო თავდადება, მეგობრობა და სიმართლისათვის ბრძოლა. ლევან თედიაშვილის გარდაცვალება ჩვენი ქვეყნისთვის დიდი დანაკლისია. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს, სპორტულ საზოგადოებას და მთლიანად საქართველოს”, - წერს შალვა პაპუაშვილი.

ცნობისთვის, ქართველი მოჭიდავე ლევან თედიაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 1948 წლის 15 მარტს საგარეჯოში დაიბადა. იყო ოლიმპიური თამაშების 2-გზის ჩემპიონი (1972, 1976) ჭიდაობაში, მსოფლიოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი (1974, 1976, 1978). მსოფლიო თასის მფლობელი (1973). ასევე მსოფლიო ჩემპიონი სამბოში (1973). 1971, 1973 და 1974 წლებში დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე