გია ვოლსკი - ნავალნის პირველი დარბევა სწორედ მაშინ მოხდა, როცა მასთან სააკაშვილმა დაიწყო ურთიერთობა - სააკაშვილისა და ნავალნის ისტორია ერთმანეთს არანაირად არ ჰგავს

სააკაშვილი დღევანდელი, გუშინდელი თავისი მდგომარეობით არანაირად არ ჰგავს იმ ვითარებას, რაც ნავალნის გარშემო იყო შექმნილი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ნავალნის პირველი დარბევა სწორედ მაშინ მოხდა, როცა მასთან სააკაშვილმა დაიწყო ურთიერთობა.

„არ დაგვავიწყდეს, რომ სწორედ სააკაშვილი იყო, რომელმაც ნავალნისთან პირველი თანამშრომლობის ნაბიჯები გადადგა, მასთან თავისი წარმომადგენლები გააგზავნა, რატომღაც, ეს უცებ ფარულმა კამერამ გადაიღო - რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა და პირველი დარბევა ნავალნის და ამ ოპოზიციური პარტიის, მაშინ მოხდა, როცა მასთან სააკაშვილმა დაიწყო ურთიერთობა, ეს ყველას უნდა გვახსოვდეს. პარალელის გავლება კიდევ ერთხელ დიდი თაღლითობაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ამბობს, რომ თითქოს, მოწამლულია, ან მოწამლული იყო. დამაფიქრებელი განცხადებაცაა, თუ რა როლი შეასრულა სააკაშვილმა გინდა რუსეთში, გინდა ბელორუსიაში, მაშინ როცა მისი წარმომადგენლები ბელორუსიაში რევოლუციას გეგმავდნენ, ფაქტობრივად ყველა ოპოზიციონერი დაიჭირეს მას შემდეგ, რაც ეს ადვილად გაიშიფრა. ასე რომ, ისტორია არსებობს სააკაშვილის უკან, მაგრამ არანაირად, ისტორია, რომელიც პარალელს ავლებს ამ ორ ადამიანს შორის“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს