ილია დარჩიაშვილი მიუნხენში ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს შეხვდა

2024 წლის 17 თებერვალს, მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, მალტის საგარეო, ევროპულ და ვაჭრობის მინისტრთან, იან ბორგთან შეხვედრა გამართა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ეუთო-ს თავმჯდომარეობის ფარგლებში მალტის პრიორიტეტები და არსებული გამოწვევები, ასევე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობა განიხილეს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლეგას ეუთოს მაღალი დონის დღის წესრიგში საქართველოს საკითხის შენარჩუნებისთვის მადლობა გადაუხადა. უწყების განმარტებით, საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს. ხაზი გაესვა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მისწრაფების მიმართ მალტის მტკიცე მხარდაჭერას. დაიგეგმა უახლოეს პერიოდში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება