შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანაყოფები ითხოვენ, ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ არჩევნების წაგების შემთხვევაშიც მიიღონ გადაწყვეტილებები - ჩვენ ამას არ დავთანხმდებით

„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანაყოფები ითხოვენ, ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ არჩევნების წაგების შემთხვევაშიც მიიღონ გადაწყვეტილებები - ჩვენ ამას არ დავთანხმდებით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, პარლამენტში, გუშინ გამართულ შეხვედრაზე ოპოზიცია ითხოვდა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელების არჩევა პარლამენტში კვალიფიციური უმრავლესობით ხდებოდეს, რაზეც ვერ შეთანხმდნენ.

„გუშინ, გვქონდა ძალიან კარგი და ნაყოფიერი შეხვედრა. დაახლოებით, 7 საათი ვმსჯელობდით ორ თემასთან დაკავშირებით და უმეტეს საკითხებზე, 98 პროცენტზე, შევთანხმდით. ერთადერთი საკითხი, რომელსაც ოპოზიცია აყენებს - გადაწყვეტილებები ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელების არჩევასთან დაკავშირებით პარლამენტში კვალიფიციური უმრავლესობით ხდებოდეს. სხვანაირად რომ ვთქვათ, ერთადერთი, რასაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანაყოფები პარლამენტში ითხოვენ, არის ის, რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, არჩევნები წააგონ, მაგრამ გადაწყვეტილებები მათი მისაღები იყოს და დაბლოკვა შეეძლოთ. ამ საკითხს ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავეთანხმებით. ქართველი ხალხის დავალება და მანდატი ჩვენი გუნდის მიმართ არის, რომ „ნაცმოძრაობას“ არ ჩავუგდოთ არანაირი სახელისუფლებო ბერკეტი იმისთვის, რომ დაბლოკონ ეს გადაწყვეტილებები. ყველა სხვა საკითხზე სრულად შევთანხმდით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია