საქართველოს პრეზიდენტი ამერიკელ სენატორებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ამერიკელ სენატორებს ჯინ შაჰინსა და ტომ ტილისს შეხვდა.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, შეხვედრაზე შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხთან ერთად „ხაზი გაესვა რუსეთის საგანგაშოდ უკანონო გეგმებს ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ“.

„მადლობა გადავუხადე სენატორ ჯინ შაჰინსა და სენატორ ტომ ტილისს აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერისთვის ევროკავშირსა და ნატო-ში ჩვენი ინტეგრაციის გზაზე. ასევე, განვიხილეთ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი და ხაზი გაესვა რუსეთის საგანგაშოდ უკანონო გეგმებს ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ“, - წერს ზურაბიშვილი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება