ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი - მხარს ვუჭერთ საქართველოს მოსახლეობის არჩევანს იყვნენ ევროკავშირის ნაწილი - ყველანაირ საჭირო მხარდაჭერას გავუწევთ, რათა ეს მოხდეს

მხარს ვუჭერთ საქართველოს მოსახლეობის არჩევანს იყვნენ ევროკავშირის ნაწილი და ყველანაირ საჭირო მხარდაჭერას გავუწევთ, რათა ეს მოხდეს, - ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ვალდის დომბროვსკისი საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

„მიხარია საქართველოს პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრა, რათა განვიხილოთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და ერთიან ბაზარში უფრო მჭიდრო ინტეგრაცია. მხარს ვუჭერთ საქართველოს მოსახლეობის არჩევანს იყვნენ ევროკავშირის ნაწილი და ყველანაირ საჭირო მხარდაჭერას გავუწევთ, რათა ეს მოხდეს”, - წერს დომბროვსკისი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება