რუსული მედია- ნავალნის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად “უეცარი სიკვდილის სინდრომი” დასახელდა - ოჯახს მის ცხედარს არ უბრუნებენ

რუსული მედია- ნავალნის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად “უეცარი სიკვდილის სინდრომი” დასახელდა - ოჯახს მის ცხედარს არ უბრუნებენ

ნავალნის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად “უეცარი სიკვდილის სინდრომი” დასახელდა, ოჯახს მის ცხედარს არ უბრუნებენ, - ამის შესახებ რუსული დამოუკიდებელი გამოცემა Meduza ალექსეი ნავალნის თანაგუნდელებზე დაყრდნობით წერს.

კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, კოლონიაში, რომელშიც ალექსეი ნავალნი იმყოფებოდა, განაცხადეს, რომ მისი ცხედარი ქალაქ სალეხარდში მდებარე მორგში გადაიყვანეს. მორგთან მისვლისას, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დედამ და ადვოკატმა აღმოაჩინეს, რომ მორგი დაკეტილია.

ნავალნის მიერ შექმნილი “კორუფციასთან ბრძოლის ფონდის” დირექტორმა ივან ჟდანოვმა განაცხადა, რომ ნავალნის დედას კოლონიაში გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად “უეცარი სიკვდილის სინდრომი” დაუსახელეს.

Meduza აღნიშნავს, რომ დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში ასეთი დიაგნოზი არ არსებობს. სალეხარდში მდებარე საგამოძიებო კომიტეტი აღნიშნავს, რომ ნავალნის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, ნავალნის ადვოკატს კი უთხრეს, რომ გარდაცვალების მიზეზი ამ მომენტისთვის დადგენილი არაა.

ამავდროულად, რუსული სახელმწიფო გამოცემა Russia Today გარდაცვალების მიზეზად თრომბს ასახელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე