პრეზიდენტი - ლევან თედიაშვილის გარდაცვალება არ არის მხოლოდ ქართული სპორტის დანაკლისი, ეს მთელი საქართველოს გულისტკივილია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოჭიდავე ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო მის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

ამის შესახებ პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.

„ვწუხვარ ლეგენდარული სპორტსმენის, ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო. მისი გარდაცვალება არ არის მხოლოდ ქართული სპორტის დანაკლისი, ეს მთელი საქართველოს გულისტკივილია და მეც ამ ტკივილის თანაზიარი ვარ. ამ მძიმე წუთებში მისი ოჯახისა და ახლობლების გვერდით ვდგავარ“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, ქართველი მოჭიდავე ლევან თედიაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 1948 წლის 15 მარტს საგარეჯოში დაიბადა. იყო ოლიმპიური თამაშების 2-გზის ჩემპიონი (1972, 1976) ჭიდაობაში, მსოფლიოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი (1974, 1976, 1978). მსოფლიო თასის მფლობელი (1973). ასევე მსოფლიო ჩემპიონი სამბოში (1973). 1971, 1973 და 1974 წლებში დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს