ქართული რაგბის შესახებ ბრიტანული გამოცემა Rugby magazine Uk ვრცელ სტატიას მოამზადებს

ქართული რაგბის შესახებ ბრიტანული გამოცემა Rugby magazine Uk ვრცელ სტატიას მოამზადებს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოცემის ჟურნალისტები საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით იმყოფებიან. ცნობილი ბრიტანული გამოცემის წარმომადგენლები საქართველო - ესპანეთის თამაშს დაესწრნენ. გაეცნენ ქართულ სამზარეულოს, კულტურას. ვრცელი სტატია კი ქართული რაგბისა და საქართველოს შესახებ Rugby Magazine Uk-ში დაიბეჭდება.

„ჩვენ საქართველოში წარმოვადგენთ რაგბის ჟურნალს დიდი ბრიტანეთიდან. ჩამოვედით, რათა თავიდან აღმოვაჩინოთ ქართული რაგბი და ასევე, ქვეყანა. ოთხი დღეა თბილისში ვიმყოფები. დავათვალიერეთ ქალაქი, ვუყურეთ ქართულ რაგბს, გავესაუბრეთ ხალხს რაგბის ფედერაციაში და თავიდან აღმოვაჩინეთ ქვეყანა. მე არ ვიცოდი რა დამხვდებოდა საქართველოში და აღფრთოვანებული ვარ ქვეყნით, მოხიბლულო ვარ ძალიან მოტივირებული ხალხით. ამიტომაც უყვართ საქართველოში რაგბი. ძალიან სტუმართმოყვარე და მეგობრული ხალხი ხართ. მოხარული ვარ, რომ გავეცანი თქვენს კულტურას, ძალიან საინტერესო გეოგრაფიული ადგილმდებარეობა გაქვთ და ყველა ძალიან სტუმართმოყვარეები ხართ“, - განაცხადა ბრიტანული გამოცემის ჟურნალისტმა, ჯაიმს პრისმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს