სოზარ სუბარი სააკაშვილის შეწყალებაზე - რას იზამს სალომე ზურაბიშვილი, მასზე არ არის დამოკიდებული - ის ამ შემთხვევაში როგორც საქართველოს პრეზიდენტი კი არა, მოქმედებს, როგორც უცხო ქვეყნის აგენტი და რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებს

„ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ სააკაშვილის შეწყალება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ საქართველოში მოქმედი „უცხო ქვეყნის აგენტების პატრონები“.

„უცხო ქვეყნის აგენტად“ მან სალომე ზურაბიშვილი მოიხსენია და აღნიშნა, რომ რთულია წინასწარ იმის თქმა, თუ რას მოიმოქმედებენ მისი პატრონები სააკაშვილთან დაკავშირებით.

„რას იზამს სალომე ზურაბიშვილი, სამწუხაროდ, ეს მასზე არ არის დამოკიდებული. ის ამ შემთხვევაში, როგორც საქართველოს პრეზიდენტი კი არ მოქმედებს, არამედ მოქმედებს, როგორც უცხო ქვეყნის აგენტი და რასაც ისინი ეტყვიან, იმას გააკეთებს. რას ეტყვიან, ამაზე მარჩიელობა რა თქმა უნდა, წინასწარ არ შეგვიძლია.

ბევრი რამ შეიძლება იყოს: თუ მისი უცხოელი პატრონები, რომელთა მიზანი არის საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება და შემდეგ, საქართველოს ომში ჩართვა, უფრო ზუსტად, აგენტოკრატიის დამყარება, გადაწყვეტენ, რომ სააკაშვილის გამოშვებით კოლექტიური „ნაცმოძრაობა" უფრო დიდ შედეგს დადებს, ამ შემთხვევაში, გამოაშვებინებენ. თუ გადაწყვეტენ, რომ სააკაშვილის გამოშვება მოახდენს სააკაშვილის მოწინააღმდეგეთა ხმების მობილიზებას და საბოლოო შედეგისთვის ეს უარესი იქნება, მაშინ მას არ გამოაშვებინებენ. ახლა ისინი რას იზამენ, ამაზე მარჩიელობა, მე ნამდვილად არ შემიძლია", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ინფორმაციას პარტია „ხალხის ძალა“ ავრცელებს.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება