უკრაინა რუსების მიერ სამხედრო ტყვეების შესაძლო სიკვდილით დასჯის ფაქტს იძიებს

უკრაინა დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკასა და სოფელ ვესელოეში უკრაინელი სამხედრო ტყვეების სავარაუდო სიკვდილით დასჯის ფაქტს იძიებს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ დონეცკის საოლქო პროკურატურაში განაცხადეს.

უწყების განმარტებით, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევისთვის, განზრახ მკვლელობასთან ერთად.

გამომძიებლები აცხადებენ, რომ „ტელეგრამის“ ერთ-ერთ არხზე გამოჩნდა შეტყობინება ავდიივკაში უკრაინის შეიარაღებული ძალების ექვსი ტყვის სიკვდილით დასჯის შესახებ. პროკურატურაში აცხადებენ, რომ დამცველები მძიმედ დაიჭრნენ და ევაკუაციას ელოდნენ. ტავრიის ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის სპიკერის, დიმიტრი ლიხოვოის განცხადებით, შესაძლო სიკვდილით დასჯის შესახებ ინფორმაციას იკვლევენ და მისი დადასტურება ან უარყოფა ჯერჯერობით შეუძლებელია.

გარდა ამისა, უკრაინის სახმელეთო ძალების ცნობით, 18 თებერვალს, დილით, რუსმა სამხედროებმა სოფელ ვესელოეს მიმდებარე ტერიტორიაზე ორი უკრაინელი სამხედრო დახვრიტეს. უკრაინელებმა უპილოტო საფრენი აპარატის კამერის ჩანაწერი გამოაქვეყნეს, სადაც ჩანს სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი, რომელიც რიგრიგობით ესვრის ორ ადამიანს. უკრაინული მხარის ინფორმაციით, საუბარია უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცზე, რომლებიც რუსებს ტყვედ ჰყავდათ აყვანილი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე