გერმანიის თავდაცვის მინისტრი დასავლეთს მოუწოდებს, ყველაზე უარესი სცენარისთვის მოემზადოს

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ევროპასა და ნატო-ს წევრ ქვეყნებს მოუწოდა, ყველაზე უარესი სცენარისთვის მოემზადონ.

"მე არ მიყვარს ბროლის ბურთში ყურება. ვერ ვიწინასწარმეტყველებ, იქნება თუ არა თავდასხმა ნატო-ს ტერიტორიაზე. მაგრამ ეს შეიძლება ხუთ-რვა წელიწადში მოხდეს", - განაცხადა პისტორიუსმა Bloomberg-თან ინტერვიუში.

მან ასევე მოუწოდა ამერიკელ კანონმდებლებს დაამტკიცონ უკრაინის დამატებითი სამხედრო დახმარება და აღნიშნა, რომ ეს თავად ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებშია. გერმანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, უკრაინის დამარცხების შემთხვევაში შედეგები არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ აშშ-სთვისაც მძიმე იქნება და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეჭრა საფრთხეს უქმნის „წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს“.

"ევროპა გეოგრაფიულად შორს არის აიოვას ან ვისკონსინისგან, მაგრამ მაინც ძალიან ახლოსაა უსაფრთხოების პოლიტიკის თვალსაზრისით. ევროპაში ნაკლები უსაფრთხოება ნიშნავს ნაკლებ უსაფრთხოებას შეერთებული შტატებისთვის. არ უნდა მივიღოთ თავისუფლება რაღაცად, რაც თავისთავად მოდის. ჩვენ უნდა დავიცვათ იგი. საჭიროების შემთხვევაში მისთვის ბრძოლა მოგვიწევს“, - დასძინა პისტორიუსმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს