ილია დარჩიაშვილი მიუნხენის კონფერენციის ხელმძღვანელობას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი მიუნხენის კონფერენციის ხელმძღვანელობას - კონფერენციის ვიცე-პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს ბენედიქტ ფრანკეს შეხვდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტრმა კონფერენციის ვიცე-პრეზიდენტს ღონისძიების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზი გაესვა მიუნხენის კონფერენციისა და საქართველოს მთავრობის წარმატებულ თანამშრომლობას, რომელიც მრავალი წელია გრძელდება და განხილული იქნა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.

„მინისტრმა ხაზი გაუსვა, მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს გლობალურ პოლიტიკურ დღის წესრიგში არსებული გამოწვევებზე მსჯელობის ეფექტიან საერთაშორისო ფორუმს, საქართველოს სათანადოდ წარმოჩენის მნიშვნელობას, რასაც კონფერენცია ყოველთვის უწყობდა ხელს.

ამ კონტექსტში საუბარი შეეხო კონფერენციის 2024 წლის ანგარიშს.

ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ ანგარიში, ეყრდნობა პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების ინფორმაციას. მხარეები შეთანხმდნენ მჭიდროდ ითანამშრომლონ მომავალში საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოს შესახებ ობიექტური ინფორმაციის გავრცელების კუთხით.

როგორც კონფერენციის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია დაინტერესებულია საქართველოს მთავრობასთან შემდგომი თანამშრომლობით, მათ შორის ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის კუთხით, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს პოზიტიური იმიჯის განმტკიცებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება