Data Bootcamp-ის რჩეული მონაწილეები თიბისის Data აკადემიაში, გადამზადებას გადიან

„თიბისის“ Data აკადემიაში, ტექნოლოგიური პროექტის Data BootCamp-ის ბათუმის და თბილისის რჩეული მონაწილეები, „თიბისის“ პროფესიონალ ჯგუფთან ერთად, მონაცემთა მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ორ კვირიან კურსს გადიან. ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, Data აკადემია „თიბისიში“ 2023 წელს დაარსდა. აკადემიის მთავარი ფოკუსი Data-ს და ხელოვნური ინტელექტის შესახებ ცნობადობის ამაღლება და Data Literacy-ს გაზრდაა, ასევე, Data-ს მიმართულებით ახალი ტალანტების აღმოჩენა და მათ კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა.

„თიბისისთვის Data & AI ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. შესაბამისად, აქტიურად ვცდილობთ ამ მიმართულებით სხვადასხვა პროექტებში ჩართვას და ამ სფეროს ტალანტებისთვის თავის გაცნობას. Data Bootcamp ერთ-ერთი ასეთი ინიციატივაა. პროექტის ფარგლებში ჟიურის რჩეული მონაწილეები ჩვენს გუნდში გადიან ორ კვირიან სტაჟირებას, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, რეალურად ნახონ, თუ როგორ ხდება მოწინავე კომპანიაში მონაცემების დამუშავება, გამოყენება, როგორია მუშაობის სპეციფიკა და აქვთ იმის საშუალება, რომ ამ დარგის საუკეთესო სპეციალისტებთან გაატარონ დრო. ვფიქრობ, რომ ეს მათი კარიერის განსაზღვრისთვის საკმაოდ გარდამტეხი პერიოდი იქნება,“ - აცხადებს „თიბისის“ სტრატეგიული პროექტების მენეჯერი მონაცემთა ანალიზის და მართვის დეპარტამენტში, ნუცა აბაზაძე.

Data Bootcamp-ი ტექნოლოგიური პროექტია, რომელიც „თიბისის“ განათლების პროგრამის მხარდაჭერით და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით განხორციელდა. პროექტში 15 წელს ზევით, პროგრამირებაში გამოცდილი და Data Science-ით დაინტერესებული პირები მონაწილეობდნენ.

„თიბისის“ მხარდაჭერით, Data Bootcamp-ებმა სტარტი გურჯაანის ტექნოპარკში აიღო, ბათუმისა და ზუგდიდის შემდეგ, თბილისის ტექნოპარკში დასრულდება. ბანაკებში ჯამში 400-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც 7 დღიან ინტენსიურ სასწავლო კურსზე გაიარეს ტრენინგები, მენტორშიფ სესიები ხელოვნური ინტელექტის (AI) და მანქანური სწავლების (ML) მიმართულებით.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა