„საქსტატის“ მონაცემებით, იანვარში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1 341.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.8 პროცენტით ნაკლებია

2024 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 341.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.8 პროცენტით ნაკლებია.

„საქსტატის“ ცნობით, აქედან ექსპორტი 338.6 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (შემცირდა 26.2 პროცენტით), ხოლო იმპორტი 1 002.7 მლნ. აშშ დოლარს (შემცირდა 10.1 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის იანვარში, 664.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.5 პროცენტია.

„2024 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (46.2 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (41.6 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (40.9 მლნ. აშშ დოლარი).

2024 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.0 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (203.1 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (148.4 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (76.4 მლნ. აშშ დოლარი).

2024 წლის იანვარში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67.8 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (232.6 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (190.0 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (96.4 მლნ. აშშ დოლარი).

2024 წლის იანვარში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 112.0 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 33.1 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 19.4 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 5.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 18.0 მლნ. აშშ დოლარით (5.3 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2024 წლის იანვარში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 101.4 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 10.1 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 80.4 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.0 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები 66.8 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.7 პროცენტი)“,-აღნიშნულია ინფორმაციაში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პრეზიდენტობისას საქართველოს საკითხში აშშ-სა და ევროკავშირს შორის პოზიციებში განხეთქილება მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
როგორ ვებრძოლოთ რკინადეფიციტურ ანემიას - რჩევები ,,გორმედის” ჰემატოლოგისგან
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ოქტომბრის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - პირადად მე, არცერთ საპროტესტო აქციას არ გამოვტოვებ!
სამომხმარებლო ბაზარზე  მძლავრი ჰოლდინგური ტიპის გაერთიანება ჩამოყალიბდა