ვახტანგ ცინცაძე - 2023 წლის ოთხივე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა და უმუშევრობის დონის შემცირება გაგრძელდა

2023 წლის ოთხივე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა და უმუშევრობის დონის შემცირება გაგრძელდა. შედეგად, დაფიქსირდა დასაქმებულთა რეკორდული რაოდენობა და უმუშევრობის მინიმალური მაჩვენებელი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.

როგორც ცინცაძემ აღნიშნა, მაღალი ეკონომიკური აქტივობის პარალელურად, პოზიტიური ტენდენციები ფიქსირდება შრომის ბაზრის მიმართულებით.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 51 ათასით გაიზარდა და მილიონ 335 ათასი შეადგინა. მათ შორის აღსანიშნავია, რომ დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილია 50 ათასით, რაც პროდუქტიულ დასაქმებაზე მიანიშნებს. დასაქმების დონე 1.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და ასევე მაქსიმალური 44.5% შეადგინა. რაც შეეხება უმუშევრობას, 2023 წელს აღნიშნული მაჩვენებელი შემცირდა 0.9 პროცენტული პუნქტით და 16.4%-ით განისაზღვრა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ამის მიუხედავად, უმუშევრობა ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება. „ამ მიმართულებით, საქართველოს მთავრობას საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს. კერძოდ, ჩვენი მიზანია, რომ უმუშევრობის დონე შევამციროთ იმ ნიშნულამდე, რომელიც ევროპის და ზოგადად მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს აქვთ,“ - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ, რომლის კომენტარსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე