არჩილ თალაკვაძე - სალომე ზურაბიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება მისთვის პოლიტიკური კატასტროფა იქნება, ამიტომ საზოგადოებრივი აზრის დამუშავება მიმდინარეობს, რომ შეწყალება მისთვის ნაკლებად დამაზიანებელი იყო

სალომე ზურაბიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება მისთვის პოლიტიკური კატასტროფა იქნება, ამიტომ მიზანმიმართულად მიდის საზოგადოებრივი აზრის დამუშავება, რომ შეწყალება მისთვის ნაკლებად დამაზიანებელი იყოს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც საქართველოს მოქმედი პრეზიდენტისადმი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის შეწყალებასთან დაკავშირებით პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოწოდება შეაფასა.

მისივე თქმით, რადოსლავ სიკორსკის მიერ გაკეთებული განცხადება, ისევე როგორც მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით გაკეთებული სხვა განცხადებები, ერთიანი ხაზის ნაწილია, რომ სალომე ზურაბიშვილს შესაბამისი კლიმატი შეუქმნან იმისთვის, რომ მან მიხეილ სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღოს.

„საზოგადოებას აჩვევენ და საზოგადოებრივ აზრს ამუშავებენ იმისთვის, რომ სააკაშვილის შესაძლო შეწყალება იყოს ნაკლებად დამაზიანებელი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისთვის. ეს არის ერთიანი ხაზი მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტების მიერ დაგეგმილი და მიმდინარეობს მიზანმიმართული მუშაობა ამისათვის. მიხეილ სააკაშვილის შეწყალება, მითუმეტეს, იმ საშინელი დანაშაულების ფონზე, რომელიც მის მთავრობას მიუძღვის, ძალიან კარგად იცის ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, რომ მისთვის პოლიტიკური კატასტროფა იქნება. ის საზოგადოების უდიდესი ნაწილისაგან დიდ კრიტიკას მიიღებს და ძალიან დიდი მიუღებლობა იქნება ამ გადაწყვეტილებაზე. ამიტომ მიზანმიმართულად მიდის საზოგადოებრივი აზრის დამუშავება,“ -განაცხადა თალაკვაძემ.

მმართველი გუნდის დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ ერთიანი პოლიტიკური პლატფორმის შექმნასთან დაკავშირებით ზურაბიშვილის მოწოდება, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილებაზე ერთიანი მოთხოვნის ჩამოყალიბებას ემსახურება.

„არ გამოვრიცხავ, მას სურს, რომ მთელმა ოპოზიციამ მოსთხოვს სააკაშვილის შეწყალება და ამ მოტივით მიიღოს გადაწყვეტილება,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელზე მიმართა, რომ მას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაში წვლილის შეტანა შეუძლია.

„ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს კანონის უზენაესობას, მაგრამ ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ მის მიმართ მოპყრობა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, მას მოექცნენ სამართლიანად და ალბათ, თქვენ შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ მის გათავისუფლებაში. ამას მიესალმებიან ისინი, ვისაც საქართველოსთვს კარგი უნდათ“, - აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის