სოფო  ჯაფარიძე - მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს, ის არის ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ! ის არის პირადად ვლადიმერ პუტინის პატიმარი, ტყვე!

მთელი საქართველოს მასშტაბით გრძელდება ჩვენი საზოგადოების უპრეცედენტო აქტიურობა. ადამიანების რიგია, ვისაც სურთ, რომ ხელი მოაწერონ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. ისინი მოუწოდებენ სალომე ზურაბიშვილს, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლება,- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ არის.

„მთელი საქართველოს მასშტაბით გრძელდება ჩვენი საზოგადოების უპრეცედენტო აქტიურობა. ადამიანების რიგია, ვისაც სურთ, რომ ხელი მოაწერონ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. ისინი მოუწოდებენ სალომე ზურაბიშვილს, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლება. ჩვენ ვნახეთ სულ რამდენიმე დღის წინ ნავალნის მაგალითი და არაერთხელ მოგვისმენია ჩვენ რუსი დიქტატორისგან, ვლადიმერ პუტინისგან, თუ როგორ ავლებდა პარალელს მიხეილ სააკაშვილსა და ნავალნის შორის. ასევე არაერთხელ გვინახავს, თუ როგორ ემუქრებოდა მიხეილ სააკაშვილს ის სიცოცხლის მოსპობით.

აქედან გამომდინარე, მისი გათავისუფლება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს, ის არის ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ! ის არის პირადად ვლადიმერ პუტინის პატიმარი, ტყვე!

მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, ქალბატონო სალომე, შეხედეთ რამდენი ათასი ადამიანი არის ყველგან, მთელი საქართველოს მასშტაბით. ისინი გთხოვენ, ნუ დაგვიმახინჯებთ ჩვენი ქვეყნის ისტორიას და გაათავისუფლეთ პრეზიდენტი სააკაშვილი პოლიტიკური პატიმრობიდან“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე