ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდა

ნაფიც მსაჯულთა იმიტირებულ სასამართლოს ეროვნულ ჩემპიონატში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფინალური შეჯიბრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდებს შორის შედგა.

„ფინალურ იმიტირებულ სასამართლო პროცესზე გამარჯვებულ გუნდთან ერთად ასევე, გამოვლინდნენ გამარჯვებული მონაწილეები ნომინაციებში - საუკეთესო შესავალი სიტყვა, საუკეთესო დასკვნითი სიტყვა, საუკეთესო პირდაპირი დაკითხვა და საუკეთესო ჯვარედინი დაკითხვა.

ფინალურ პროცესსა და დაჯილდოების ცერემონიას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი, საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძე და აშშ-ს ელჩი საქართველოში რობინ ლ. დანიგანი სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრნენ.

ნახევარფინალური და ფინალური პროცესები საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა. პროცესებს უზენაესი სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები უძღვებოდნენ.

ნახევარფინალში ერთმანეთს ოთხი უნივერსიტეტის გუნდი დაუპირისპირდა, რომლებმაც შიდასაუნივერსიტეტო იმიტირებულ პროცესებზე ყველაზე მეტი ქულა დააგროვეს. ესენი არიან: თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ნახევარფინალურ და ფინალურ პროცესებამდე გუნდებმა სამდღიანი, დასკვნითი ტრენინგი გაიარეს, როგორც ადვოკატთა ასოციაციაში, ასევე, საქართველოს პროკურატურაში.

ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატის ფარგლებში ორი თვის განმავლობაში ტრენინგები და შიდასაუნივერსიტეტო იმიტირებული სასამართლო პროცესები 11 უნივერსიტეტში პარალელურად მიმდინარეობდა. პროექტში სულ 22-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.

ჩემპიონატის მონაწილე გუნდებს წინასწარ შემუშავებული შეფასების ფურცლის კრიტერიუმების დაცვით, ფასილიტატორები აფასებდნენ. დაცვის გუნდს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატები, ხოლო, ბრალდების გუნდს საქართველოს პროკურატურის პროკურორები.

„ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატი“ აღნიშნული მასშტაბით საქართველოში პირველად ტარდება და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. პროექტი სტუდენტებს საპროცესო უნარ-ჩვევებისა და თეორიული ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება. ასევე, მათ საშუალებას მისცემს საჭირო პროფესიული კონტაქტები დაამყარონ.

პროექტი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს (INL) მხარდაჭერით, საქართველოს პროკურატურასა და უზენაეს სასამართლოსთან თანამშრომლობით განახორციელა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია