გიორგი ვაშაძე - რაც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, სრულიად ცივილიზებული სამყაროს პოზიციაა - ზურაბიშვილს მართებს, კითხვას კონკრეტული გადაწყვეტილებებით უპასუხოს

რაც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, სრულიად ცივილიზებული სამყაროს პოზიციაა - ზურაბიშვილს მართებს, კითხვას კონკრეტული გადაწყვეტილებებით უპასუხოს,- ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ჟურნალისტებთან პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რადოსლავ სიკორსკის მიერ სალომე ზურაბიშვილის მისამართით გაკეთებულ განცხადებას, სადაც სიკორსკიმ აღნიშნა, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაში სალომე ზურაბიშვილს დიდი წვლილის შეტანა შეუძლია.

მისი თქმით, პოლიტიკური ანგარიშსწორების გამო მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ უნდა იჯდეს.

„ის, რაც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, ეს არ არის მხოლოდ მისი პოზიცია, ეს არის სრულიად ცივილიზებული სამყაროს პოზიცია. პოლიტიკური ანგარიშსწორების გამო მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ უნდა იჯდეს - ორჯერ ორი ოთხია. შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილს მართებს, ამ კონკრეტულ კითხვას კონკრეტული გადაწყვეტილებებით უპასუხოს. მე იმედი მაქვს, მოვა დრო, რომ ასეთი გადაწყვეტილებები იქნება,“- განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელზე მიმართა, რომ მას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაში წვლილის შეტანა შეუძლია.

„ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს კანონის უზენაესობას, მაგრამ ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ მის მიმართ მოპყრობა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, მას მოექცნენ სამართლიანად და ალბათ, თქვენ შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ მის გათავისუფლებაში. ამას მიესალმებიან ისინი, ვისაც საქართველოსთვს კარგი უნდათ“, - აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება