ჯოზეფ ბორელი - მინისტრებს შევთავაზებთ, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სასანქციო რეჟიმი ალექსეი ნავალნის სახელობის გახდეს - აუცილებლად წარვადგენთ სანქციებს პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ, დიდი პასუხისმგებელი კი თავად პუტინია

ამ დღეებში რუსეთის ქუჩებში ბევრი ადამიანი გამოვიდა, რეპრესიების მიუხედავად, ბევრი მათგანი დააკავეს. ჩვენ უნდა გავიგზავნოთ მხარდაჭერის გზავნილი რუსეთის ოპოზიციას, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა და ასევე, რუსი ხალხის მიმართ მხარდაჭერა, რომელსაც თავისუფლებაში ცხოვრება სურს. ნავალნის მიმართ პატივსაცემის გამოსახატად და მისი ხსოვნის პატივსაცემად, შევთავაზებთ მინისტრებს, ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებული სასანქციო რეჟიმი მისი სახელობის გავხადოთ და ვუწოდოთ ნავალნის სახელობის ადამიანის უფლებათა სასანქციო რეჟიმი, რათა მისი სახელი სამუდამოდ ჩაიწეროს ევროკავშირის ადამიანის უფლებათა დაცვის საქმიანობაში“, - აღნიშნა ბორელმა.

მისივე თქმით, წევრი სახელმწიფოები აუცილებლად წარადგენენ სანქციებს ალექსეი ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ, "დიდი პასუხისმგებელი" კი თავად პუტინია

ამასთან, ბორელის განმარტებით, მინისტერიალს დაესწრება ალექსეი ნავალნის მეუღლე, იულია ნავალნაია.

„წევრი სახელმწიფოები აუცილებლად წარადგენენ სანქციებს პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ. დიდი პასუხისმგებელი თავად პუტინია. შეგვიძლია, რუსეთის სასჯელაღსრულების სისტემის ინსტიტუციურ სტრუქტურამდე ჩავიდეთ, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, ვინ არის ნამდვილი პასუხისმგებელი ნავალნის სიკვდილზე”, - აღნიშნა ბორელმა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს