გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 თებერვალს, 10:30-დან 17:30 საათამდე, აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში კოტორაანთკარი, მისაქციელი, ნაოზა, ნატახტარი, ახალუბანი და მიმდებარე სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ.

მათივე ცნობით, 11:00-დან 11:05 საათამდე და 12:55-დან 13:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ბულაჩაური, ჭოპორტი, აბანოსხევი და მიმდებარე სოფლებში შეეზღუდებათ.

„11:10-დან 19:00 საათამდე აბონენტებს სოფელ გლდანსა და ავჭალაში შეეზღუდებათ. 14:00-დან 14:15საათამდე და 16:45-დან 17:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში მისაქციელი, ახალუბანი, ნავაზარი, წილკანი, ნაოზა, აღდგომლიანთკარი და მიმდებარე სოფლებში შეეზღუდებათ.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია