საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მომზადებაზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა წესდება

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მომზადებაზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა წესდება. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. „სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილება დეპუტატებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გააცნო.

„სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა წესდება ისეთ ნაკლებად მძიმე დანაშაულების მომზადებაზე, როგორებიცაა: საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა (და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანა ან მისთვის საქართველოში ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნა-ხელშეწყობა კანონმდებლობის დადგენილი წესების დარღვევით“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

მისი თქმით, თუ საერთაშორისო დაცვის თაობაზე შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილებით განისაზღვრება, რომ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი საერთაშორისო დაცვას არ საჭიროებს, იგი არ გათავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.

გამოძიების ორგანოს ენიჭება უფლებამოსილება, დაიწყოს გამოძიება აღნიშნული დანაშაულების მომზადების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე. ცვლილება სასჯელის ერთ-ერთ სახედ ითვალისწინებს ჯარიმას, რომლის მინიმალურ ოდენობაა 2000 ლარი, ხოლო მაქსიმალური ოდენობა განსაზღვრული არ არის და აღნიშნულს ადგენს მოსამართლე, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით. კანონპროექტი სასჯელის სახედ ითვალისწინებს, მათ შორის,თავისუფლების აღკვეთას.

აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე