საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება მიიღეს

„ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება მიიღეს. „ქართული ოცნების" ინფორმაციით, უმრავლესობის ლიდერის პოზიციაზე უმრავლესობის წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს მამუკა მდინარაძის კანდიდატურას, ხოლო პარლამენტის ვიცე-სპიკერის ვაკანტურ პოზიციაზე უმრავლესობა ნინო წილოსანს წარადგენს.

„ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ უმრავლესობის წევრებმა, ასევე ერთხმად, მხარი დაუჭირეს რატი იონათამიშვილის, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ - გია ცაგარეიშვილის კანდიდატურას.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ წარდგენილია გელა სამხარაული, რომელიც მანამდე კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოზიციას იკავებდა, ხოლო პირველი მოადგილის პოზიციაზე უმრავლესობა მხარს ირაკლი(დაჩი) ბერაიას დაუჭერს.

რაც შეეხება მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებს, განსახილველ საკითხებს შორისაა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები.

პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით წარდგება პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, მინისტრის საათის ფორმატში დეპუტატები ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს, ხოლო ინტერპელაციის წესით - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას მოუსმენენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება