რუსმა სამხედროებმა სუმის ოლქი დაბომბეს, დაიღუპა ორი მშვიდობიანი მოქალაქე

რუსმა სამხედროებმა სუმის ოლქი დაბომბეს, დაიღუპა ორი მშვიდობიანი მოქალაქე

რუსულმა ძალებმა დღეს დილით სუმის ოლქის ნოვოსლობოდსკის თემზე საჰაერო და საარტილერიო დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია სუმის ოლქის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დილის 5 საათზე მტერმა საჰაერო და საარტილერიო დარტყმა განახორციელა კონოტოპის რაიონის ნოვოსლობოდსკაიას თემზე, დაბომბვის შედეგად საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.

ნაპოვნია ორი გარდაცვლილის ცხედარი“, - აცხადებენ სუმის ოლქის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაში.

მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.