ოთარ გრიგოლია - „ნაციონალურ მოძრაობას“ ფანტაზია საერთოდ არ აქვს

„ნაციონალურ მოძრაობას“ ფანტაზია საერთოდ არ აქვს და პარტიის წარმომადგენლები ყოველი წლის დასაწყისში ბრიფინგებს აბსურდულ, ერთი და იგივე თემებზე მართავენ, - ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ოთარ გრიგოლია დედაქალაქის მიმდინარე წლის ბიუჯეტის 241 მილიონ 034,9 ათასი ლარით ზრდასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართულ ბრიფინგს.

ოთარ გრიგოლიას განმარტებით, ყოველწლიურად, დაახლოებით ერთნაირი პროპორციულობით, თბილისის ბიუჯეტში წინა წლის ნაშთი აისახება, რაც მისივე თქმით, ნორმალური საბიუჯეტო პროცესია.

როგორც ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ განმარტა, დარჩენილი საბიუჯეტო სახსრები არის ქალაქის ეკონომიკური აქტიურობის შედეგად მიღებული გადაჭარბებული შემოსავლები, რაც დედაქალაქს დამატებით შესაძლებლობებს აძლევს.

„თბილისის ბიუჯეტის ზრდა ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია. წინა წლის შემოსულობების მატების შედეგად, ქალაქი დამატებით 40 ავტობუსს მიიღებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ 4 მილიონ ლარზე მეტით იზრდება ჯანდაცვის ბიუჯეტი; 36 მილიონი ლარით გაიზრდება გარემოს დაცვის მიმართულება, ასევე მნიშვნელოვნად იზრდება ინფრასტრუქტურული მიმართულებები. შესაბამისად, დამატებითი ბიუჯეტი ძალიან კარგია ქალაქისთვის“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

ოთარ გრიგოლიამ ოპოზიციას მერიაში საშტატო ნუსხის ზრდასთან დაკავშირებითაც უპასუხა და განაცხადა, რომ ქალაქში მნიშვნელოვანი რეფორმები, მათ შორის, სატრანსპორტო რეფორმა ხორციელდება, რისთვისაც დამატებითი კადრებია საჭირო.

„არაფერი საგანგაშო არ ხდება. პირიქით, ქალაქს აქვს ეკონომიკური ზრდა, რაც ძალიან კარგია“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე