პაატა მანჯგალაძე - ცესკოს ფორმირების წესთან დაკავშირებული ცვლილებების მიღების შემდეგ, 9-დან ერთ-ერთი პირობა ჩავარდნილი იქნება

9-დან ერთ-ერთი პირობა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ჩავარდნილია ამ ცვლილების მიღების შემდეგ, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ “საარჩევნო კოდექსში” შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილებები ევროპულ რეკომენდაციას არ შეესაბამება და მას “სტრატეგია აღმაშენებელი” მხარს არ დაუჭერს.

“ცვლილებებს, რომლებიც არ შეესაბამება ევროპულ რეკომენდაციას და ხელს უშლის საქართველოსთვის ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესაძლებლობას, მოლაპარაკების დაწყებას, ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ. 9-დან ერთ-ერთი პირობა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ჩავარდნილია ამ ცვლილების მიღების შემდეგ. “ქართულმა ოცნებამ” თქვა, რომ ერთპარტიულად, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შერჩეული და დამტკიცებული ცესკოს შემადგენლობა თურმე დემოკრატიული ყოფილა, რასაც არ იზიარებს არავინ მსოფლიოში,” - განაცხადა მანჯგალაძემ.

შეგახსენებთ, საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესთან დაკავშირებით საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს პარლამენტი საბოლოო - მესამე მოსმენით განიხილავს.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა