ბექა დავითულიანი - 36 კვირაც გავა, 136 კვირაც გავა და 136 კვირის მერე მამუკა ხაზარაძე დარჩება ამ სისულელეების ავტორად, ბიძინა ივანიშვილი იქნება იქ, სადაც არის

36 კვირაც გავა, 136 კვირაც გავა და 136 კვირის მერე მამუკა ხაზარაძე დარჩება ამ სისულელეების ავტორად, ბიძინა ივანიშვილი იქნება იქ, სადაც არის - რევანშიზმის სურვილი შეიძლება დიდი იყოს, მაგრამ შანსი, რომ ეს მოახდინოს - ნულოვანი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა პარტიის საპატიო თავმჯდომარის მიმართ "ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებების შეფასებებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძე "სისულელეში გაჯიუტდა".

"შეიძლება ადამიანმა სისულელე თქვას და არა უშავს, სისულელეს ხანდახან ყველა ვამბობთ, მაგრამ სისულელეში ადამიანი როცა ჯიუტდება, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანს არ აქვს უნარი, რაც პოლიტიკოსს ნამდვილად სჭირდება, რომ ადაპტირდეს გარემო პირობებთან, რაც არის გარდაუვალი კრახის მაუწყებელი. 36 კვირაც გავა, 136 კვირაც გავა და 136 კვირის მერე მამუკა ხაზარაძე დარჩება ამ სისულელეების ავტორად, ბიძინა ივანიშვილი იქნება იქ, სადაც არის," - განაცხადა დავითულიანმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება