უნგრეთის პარლამენტში შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე კენჭისყრა 26 თებერვალს გაიმართება

უნგრეთის პარლამენტში შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე კენჭისყრა 26 თებერვალს გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას უნგრეთის მმართველი პარტია ავრცელებს.

„2024 წლის 26 თებერვლის სესიის დღის წესრიგში შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის საბოლოო კენჭისყრა უნდა შევიდეს, რომლის მხარდაჭერასაც ჩვენი საპარლამენტო ჯგუფი აპირებს“, - განაცხადა უნგრეთის მმართველი პარტიის, „ფიდესის“ საპარლამენტო ჯგუფის ლიდერმა, მატე კოჩისმა.

რამდენიმე დღის წინ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთის პარლამენტი შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას საგაზაფხულო სესიის დასაწყისში განიხილავდა.

შეგახსენებთ, უნგრეთი ნატო-ს ერთადერთი წევრი ქვეყანაა, რომელსაც შვედეთის ალიანსში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირება არ მოუხდენია.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა