შალვა პაპუაშვილი - ბრიუსელში ირაკლი კობახიძეს ექნება უმაღლესი დონის შეხვედრები, როგორც ევროკავშირში, ასევე ნატო-ს წარმომადგენლობაში - საქართველო აკეთებს ყველაფერს, რათა მოხდეს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში

ზოგადად, მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე არჩევის დროს პირველი ვიზიტი ყოველთვის მნიშვნელოვანია. ამიტომაც მნიშვნელოვანია სწორი არჩევანი, სად იქნება პირველი ვიზიტი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ირაკლი კობახიძე ბრიუსელში ევროკავშირში და ნატო-ს წარმომადგენლობაში ყველა ხელმძღვანელ პირს შეხვდება.

"სწორედ ეს იყო არჩევანი, პირველი ვიზიტი ყოფილიყო სიგნალი, რა არის ჩვენი საგარეო პოლიტიკური ორიენტირი. იცით, რომ ირაკლი კობახიძეს ექნება უმაღლესი დონის შეხვედრები ბრიუსელში, როგორც ევროკავშირში, ასევე ნატო-ს წარმომადგენლობაში. ყველა ხელმძღვანელ პირს შეხვდება და ჩვენი გზავნილია, რომ საქართველო აკეთებს ყველაფერს, რათა მოხდეს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში. ახლა მთავარი გადაწყვეტილებები არის ჩვენი პარტნიორების მხარეს, ევროკავშირი იქნება ეს თუ ნატო. იმედი გვაქვს, რომ ისინი ისეთივე გაბედული იქნებიან, როგორც საქართველო არის გაბედული უკვე ათწლეულებია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია