შალვა პაპუაშვილი - ჩვენ დიდი მუშაობა დაგვჭირდა, რათა მოგვეფიქრებინა ისეთი სისტემები, რომელიც ყველანაირ საბაბს მოუსპობდა ოპოზიციას, რომ სპეკულაცია მოეხდინა და ხედავთ, რომ ვეღარც კი საუბრობენ არჩევნების დღეზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღეს NDI-ის გრძელვადიანი დამკვირვებლების მისიასთან შეხვედრის დროს საუბარი ჰქონდათ წინასაარჩევნო გარემოზე. მისი თქმით, ასეთი მისიები დააზღვევენ იმას, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ და მათთან დაკავშირებულმა „ენჯეოებმა“ არ გაავრცელონ დეზინფორმაცია, რასაც აკეთებდნენ გასულ წლების განმავლობაში.

,,დიდი მუშაობა დაგვჭირდა, რათა მოგვეფიქრებინა ისეთი სისტემები, რომელიც ყველანაირ საბაბს მოუსპობდა ოპოზიციას, რომ სპეკულაცია მოეხდინა და ხედავთ, რომ ვეღარც კი საუბრობენ არჩევნების დღეზე. მარტო იმ ნაბიჯმა, რომ ელექტრონული მთვლელები შემოვიღეთ, ამ დისკუსიას დაუსვა წერტილი.

დღეს მე მქონდა შეხვედრა NDI-ის გრძელვადიანი დამკვირვებლების მისიასთან, მათ შორის მქონდა ამ საკითხებზეც საუბარი და მნიშვნელოვანია სწორედ ასეთი მისიები, რომლებიც დააზღვევენ იმას, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ, მათთან დაკავშირებულმა „ენჯეოებმა“ დეზინფორმაციით არ გააკეთონ იგივე, რასაც აკეთებდნენ გასულ წლებში. ჩვენ დიდი მუშაობა დაგვჭირდა, რათა მოგვეფიქრებინა ისეთი სისტემები, რომელიც ყველანაირ საბაბს მოუსპობდა ოპოზიციას, რომ სპეკულაცია მოეხდინა და ხედავთ, რომ ვეღარც კი საუბრობენ არჩევნების დღეზე. მარტო იმ ნაბიჯმა, რომ ელექტრონული მთვლელები შემოვიღეთ, ამ დისკუსიას დაუსვა წერტილი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება