„საქართველოს ბანკი“ პროექტ „გასტროლების“ შედეგებს აჯამებს

„საქართველოს ბანკის“ პროექტმა „გასტროლები“ 2023 წლის მაისიდან აიღო სტარტი. 16 ეპიზოდის განმავლობაში შეფ-მზარეულმა დიმიტრი რჩეულიშვილმა თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, არგვეთა თუ სათიბე მოიარა და მაყურებლებს გამორჩეული კვების ობიექტები გააცნო. ვიდეოებმა სოციალურ ქსელში 1 600 000-ზე მეტი ნახვა დააგროვა, პროექტმა კი რესტორნებს ახალი მომხმარებლების მოზიდვასა და პოპულარობის ზრდაში შეუწყო ხელი, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, 16 გასტრო ბიზნესი, რომელიც „გასტროლებშია”, გურმანებს ქართული და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის კერძებით უმასპინძლდება. თუმცა, პროექტის ფარგლებში ჩატარებულ რეგულარულ ქუჩის გამოკითხვებში ბევრად მეტი კაფე-რესტორანი თუ საფირმო კერძი დასახელდა და მორიგი ეპიზოდებისთვის შთაგონების წყაროდაც იქცა.

გასტროლების ეპიზოდებში კარგად ნაცნობ ადგილებთან ერთად, შედარებით ახალი ობიექტებიც მოხვდა და ათასობით მომხმარებლის მოწონება დაიმსახურა.

თუ ეპიზოდებში დიმიტრი რჩეულიშვილი კერძებს აფასებდა, ამჯერად მონაწილეები გვიზიარებენ გასტროლებზე საკუთარ შთაბეჭდილებებსა და მოსაზრებას.

„დადებითად შევაფასებდი როგორც გასტროლებში ჩვენს მონაწილეობას, ასევე მთლიანად, პროექტს. გადაღების დაგეგმვა და უშუალოდ პროცესიც ძალიან საინტერესო იყო. პროექტში მონაწილეობას ცალსახად დადებითი გავლენა აქვს ბიზნესზე, რადგან იზრდება მისი ცნობადობა და საშუალება აქვს, მისი უპირატესობები ფართო აუდიტორიას გააცნოს”, — აღნიშნა რესტორან „სორმონის“ მენეჯერმა თამაზ მეფარიშვილმა.

„სორმონი“ იმერული სამზარეულოთი შთაგონებული რესტორანია. გასტროლების სერიამ ჯამში 300 000-მდე ნახვა დააგროვა სხვადასხვა სოციალურ ქსელში. ეპიზოდის შემდეგ განსაკუთრებით პოპულარული გახდა კერძი ”ღორის ნეკნი შეფისგან“, - განაცხადა თამაზ მეფარიშვილმა.

კიდევ ერთი, გამორჩეული ადგილი, რომელშიც გასტროლები მოეწყო, „ლია დეიდაა“ არგვეთაში. მისი დამფუძნებლის თქმით, ეპიზოდის შემდეგ ბევრ ახალ სტუმარს უმასპინძლეს.

„გვინდა, რომ აქ მოსულმა სტუმარმა გემრიელად მიირთვას, იმერულ გემოს გაეცნოს და დაისვენოს. გასტროლების, როგორც პროექტის მიზანიც სწორედ ისაა, ხალხს ისეთი ადგილები გააცნოს, სადაც დამახასიათებელ, ავთენტურ გემოებს გასინჯავენ. ამიტომ დავთანხმდით სიამოვნებით, რომ გვემასპინძლა და იმერული სამზარეულო შეგვეთავაზებინა. პროექტში მონაწილეობის შემდეგ ჩვენი სამზარეულოთი დაინტერესებულთა რიცხვი გაიზარდა. განსაკუთრებით მოთხოვნა იყო მწვანე პომიდვრის ფხალზე, რომელზეც დიმიტრი ვიდეოს ბოლოს საუბრობს. ასევე, გვყავდნენ სტუმრები, რომლებმაც გვითხრეს, რომ გასტროლებში გვნახეს და სტუმრობა გადაწყვიტეს”, — ამბობს გიორგი ჟორჟოლაძე.

90 000-ზე მეტი ნახვა დააგროვა გასტროლებმა Pepperboy-ში, რომელიც სტუმრებს აზიური კერძებით უმასპინძლდება.

“გასტროლებში მონაწილეობის შემდგომ თვალსაჩინოა ის შედეგი, რომელიც კონვერტირდებოდა შეტყობინებებში და ძალიან დიდი ახალი აუდიტორიისთვის ჩვენი რესტორანი ცნობილი გახდა. გასტროლების შემდგომ, ადამიანები მოდიოდნენ და კითხულობდნენ იმ კერძებს, რომლებიც ამ ვიდეოებში იყო ნაჩვენები. რაც შეეხება კონკრეტული კერძების პოპულარობის ზრდას, რადგანაც სამზარეულოს მეტ-ნაკლებად უკვე ჰქონდა ცნობადობა, ამის თქმა კოქტეილებზე უფრო თამამად შეგვიძლია. „სკრაპი კოკო“, რომელიც ვიდეოშია ნაჩვენები, ამ თვის ბესტსელერი გახდა”, - განაცხადა თინათინ ხაფავამ.

„საქართველოს ბანკი“ განაგრძობს მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას. თუ გსურთ, ისარგებლოთ მრავალფეროვანი შესაძლებლობებით „საქართველოს ბანკისგან“ და გაიგოთ მეტი ბიზნესზე მორგებული სერვისებისა და პროდუქტების შესახებ, ეწვიეთ ამ ბმულს. გასტროლების ეპიზოდების სანახავად კი ესტუმრეთ საქართველოს ბანკის YouTube არხს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე