გიორგი ვაშაძე - როგორ შეიძლება დღის წესრიგში არ იდგეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი, მით უმეტეს, ნავალნის გარდაცვალების შემდეგ - მსოფლიო ლიდერები უყურებენ თუ როგორ ექცევიან მესამე პრეზიდენტს

მთელი მსოფლიოს მასშტაბით დღის წესრიგში კიდევ ერთხელ მკაფიოდ დადგა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი, მეგობრებო, ეს არაა პარტიული მიკერძოებულობის თემა, ეს არის საკითხი, თუ რა ტიპის სახელმწიფოს ვაშენებთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ნავალნის გარდაცვალების შემდგომ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დადგა, რასაც მსოფლიო ლიდერების განცხადებებიც მოწმობს.

„მთელი მსოფლიოს მასშტაბით დღის წესრიგში კიდევ ერთხელ მკაფიოდ დადგა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი, მეგობრებო, ეს არაა პარტიული მიკერძოებულობის თემა, ეს არის საკითხი, თუ რა ტიპის სახელმწიფოს ვაშენებთ ჩვენ - ვაშენებთ ევროპული ტიპის დემოკრატიას, თუ ვაშენებთ სახელმწიფოს, სადაც ყოფილი პრეზიდენტები ციხეში არიან გამოკეტილნი უმძიმესი ჯანმრთელობის მდგომარეობით. ვაშენებთ სახელმწიფოს, რომელიც მაგალითია იმისა, რომ ქვეყანა წინ მიდის, თუ უბრალოდ დაპირისპირებაზეა აგებული.

როგორ შეიძლება დღის წესრიგში არ იდგეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი, მით უმეტეს, ნავალნის გარდაცვალების შემდეგ, მთელი მსოფლიო ლიდერები ამას პირდაპირ აკავშირებენ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კითხვა დაუსვა არა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს, არამედ მთელ საქართველოს და იმ ძალას, რომელსაც მიემართება კითხვა, თუ როდემდე აპირებს ასე გაგრძელებას, საქართველოს საზოგადოების გახლეჩას

დღეს უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომ საპატიმრო დაწესებულებიდან სააკაშვილის გათავისუფლება მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად, ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, იმიტომ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები უყურებენ, თუ როგორ ექცევიან საქართველოს პრეზიდენტს, ეს ჩვენ ვერცერთ შემთხვევაში წინ ვერ წაგვიყვანს, ამიტომ მე ვუერთდები იმ ხელმოწერების კამპანიას, რომელიც დაიწყო მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით და საზოგადოებას მოვუწოდებ, ყველამ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, რომ ავაშენოთ ერთიანი, ძლიერი, დემოკრატიული საქართველო“, - განაცხადა ვაშაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება