ზურაბ ჩიკვილაძე - მარტიდან „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ ქვეპროგრამით 2100 ბავშვი და მოზარდი სრულად დაფინანსდება

„საკრებულოს სხდომაზე დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ ქვეპროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობა იზრდება, 250 ბენეფიციარით მეტი დაფინანსდება და ჯამში ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას 2 100 ბავშვი და მოზარდი მიიღებს“, - განცხადება ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ გააკეთა.

მისივე თქმით, დედაქალაქის მთავრობისა და თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის ქვეპროგრამაში“ ცვლილება შევიდა.

„დღეს საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, მარტის თვიდან „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ ქვეპროგრამის ფარგლებში დამატებით მომსახურებას კიდევ 250 ბენეფიციარი მიიღებს. შედეგად, ნაცვლად 1 850 ბავშვისა და მოზარდისა, 2 100 ბენეფიციარი სრულად დაფინანსდება. ქვეპროგრამით თითო მოსარგებლისთვის წლიურად გამოყოფილი თანხა 5 400 ლარია. პროგრამის ბიუჯეტი კი დაახლოებით 1 080 000 ლარით იზრდება. აღნიშნულ პროგრამას სერვისის მიმწოდებელი მე-10 დაწესებულებაც დაემატა.

თბილისის მერია წლიდან წლამდე აძლიერებს „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამას“. დღევანდელი გადაწყვეტილება კი მომავალ თაობაზე ზრუნვის საქმეში კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია“, - განაცხადა სხდომაზე ზურაბ ჩიკვილაძემ.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში