ანა კაკაბაძე - ოპოზიციის წევრები ათასობით ლარს იღებენ იმაში, რომ არაფერი აკეთონ, ისინი სხდომებსაც არ ესწრებიან

სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები, რომლებიც მოქალაქეებმა აირჩიეს, შეიძლება წელიწადი ისე გავიდეს, რომ სამუშაო ადგილას ვერ ვხედავდეთ. მართლა გულწრფელად გამიხარდა, დღევანდელ სხდომაზე დიდი რაოდენობით, რომ იყვნენ წარმოდგენილნი, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ანა კაკაბაძემ ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს მიმართა, რომლებიც საკრებულოს სხდომებს იშვიათად ესწრებიან.

ანა კაკაბაძემ სტატისტიკაც მოიყვანა ოპოზიციის იმ წარმომადგენლების შესახებ, რომლებიც საკრებულოს სხდომებს არ ესწრებიან.

„იმ ოპოზიციონერ კოლეგებს განსაკუთრებით მივესალმები, რომლებიც თვეების განმავლობაში არ გვინახავს ამ დარბაზში. შეიძლება მათ სახეზეც ვერ ვცნობდე და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ადამიანებს, რომლებიც მოქალაქეებმა აირჩიეს, შეიძლება წელიწადი ისე გავიდეს, რომ სამუშაო ადგილას ვერ ვხედავდეთ. მართლა გულწრფელად გამიხარდა, დღევანდელ სხდომაზე დიდი რაოდენობით რომ იყვნენ წარმოდგენილნი, თუმცა ჩემი სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა, რადგან სხდომის დაწყებიდან მალევე უმეტესობამ დაგვტოვა. ისინი იღებენ თბილისის მოქალაქეების გადასახადებიდან ათასობით ლარს იმაში, რომ არაფერი აკეთონ. შეიძლება წლები გავიდეს და საკრებულოს სხდომათა დარბაზში ნამყოფებიც არ იყვნენ. არც კი ვიცი, იციან თუ არა როგორ უნდა მოვიდნენ თბილისის საკრებულომდე.

მე მაქვს ამოღებული სტატისტიკა, დაგისახელებთ სამ ადამიანს, რომლებიც 2023 წელს სხდომების 85%-ს არ დასწრებიან. ესენი არიან - ბიკაშვილი თორნიკე, გრიგოლია შოთა და ეძგვერაძე ირაკლი. სხდომების 70%-ს არ დასწრებია სოფიო ჯაფარიძე, ასევე ზვიად კუპრავა. აგრეთვე გულწრფელად მინდა მივესალმო „ახალ სახეებს“ ქართულ პოლიტიკაში: გოგა ონიანს და ნინო კვიტაიშვილს. ესენი არიან თურმე „ახალგაზრდები“, რომლებიც გვარამიას გუნდს შეუერთდნენ. ძალიან უცნაურია, მე მახსოვს ეს ადამიანები დაახლოებით 10 წლის წინაც, როდესაც ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი, მახსოვს გოგა ონიანი როგორ იყო ჩართული ზონდერულ საქმიანობაში, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, დავივიწყეთ და დღეიდან ახალ პლატფორმას ქმნიან, ახალგაზრდებით სავსეს, რომლებიც თურმე შემოგვთავაზებენ პოზიტიურ პლატფორმას“, - განაცხადა ანა კაკაბაძემ.

საკრებულოს უმრავლესობის წევრმა თბილისის ბიუჯეტის ზრდაზეც ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების აბილიტაციის ქვეპროგრამაზე. მისი განცხადებით, ამ პროგრამას დღეიდან დაემატება 250 ბენეფიციარი. ანა კაკაბაძემ ბიუჯეტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში