ოლივერ ვარჰეი - ყველამ ვიცით, რომ საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილია - ჩვენ ყველაფერი გვაქვს, რათა საბჭოს საქართველოს ევროპულ როუმინგში სწრაფად ჩართვა მოხდეს

ყველამ ვიცით, რომ საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილია, - ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„შეხვედრაზე, პირველი ორი სფერო აღვნიშნე, სადაც საქართველოს ღია შესაძლებლობები აქვს და პროგრესს უკვე მივაღწიეთ. ეს როუმინგი და ევროპის პირველი ანგარიშსწორების მექანიზმებია. როუმინგი ის სფეროა, სადაც დავინახეთ, თუ რამდენად სწრაფად იმოქმედა საქართველოს მთავრობამ და ამ დროისთვის ჩვენ ყველაფერი გვაქვს, რათა საბჭოს წინადადება წარვუდგინოთ და საქართველოს ევროპულ როუმინგში სწრაფად ჩართვა მოხდეს. ამის შედეგად, როუმინგის ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდება, როგორც ქართველი ტურისტებისთვის, ისე ევროპაში მომუშავე და მცხოვრები ქართველებისთვის. ეს საეტაპო ცვლილება, ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, საქართველოს მოსახლეობისთვის, შესამჩნევი და ხელშესახები იქნება“, - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

„მეორე სფერო, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ, ევროპული ანგარიშსწორების სისტემაა, სადაც ვხედავთ, რომ ჯერ კიდევ უნდა შევასრულოთ ამოცანები, მაგრამ ჩვენ უკვე მზად ვართ, მაშინ, როდესაც საქართველო იქნება მზად. საქმე ეხება, საკანონმდებლო ნორმების დახვეწას, საბანკო სექტორში წესების დანერგვას, რათა ერთიან ევროპულ საანგარიშსწორებო სისტემაზე გადასვლა შევძლოთ. ასე რომ, როგორც ყველამ ვიცით, საქართველო ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილია და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებიდან, სულ რაღაც ორი თვის შემდეგ, უფრო მაღალ დონეზე უფრო მაღალი სიჩქარით გადავდივართ“, - აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო