ესტონეთში, რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში ეჭვმიტანილი 10 პირი დააკავეს

ესტონეთში რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში ეჭვმიტანილი 10 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი და საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა “ტვიტერის” პირად გვერდებზე ავრცელებენ.

„ესტონეთმა წარმატებით შეაჩერა რუსული სპეცსამსახურების ჰიბრიდული ოპერაცია თავის ტერიტორიაზე. ვიცით, რომ კრემლი თავის ძალისხმევებს ჩვენი დემოკრატიული საზოგადოებების წინააღმდეგ მიმართავს. ჩვენი პასუხია: ვიყოთ ღია და გამოვამჟღავნოთ მათი მეთოდები. ეს არის საშუალება, რათა მავნებელი ქმედებები შევაჩეროთ და უფრო გავმყარდეთ”, - წერს კალასი.

ცაჰკნამ დააზუსტა, რომ ესტონეთის უსაფრთხოების პოლიციამ (Kapo) ათი ადამიანი დააკავა, რომლებსაც რუსეთიდან მიღებული ინსტრუქციებით მოქმედება ედებათ ბრალად.

„მათი მიზანი იყო შიშის დათესვა, დაძაბულობის გაძლიერება და უკრაინის მხარდაჭერაში ჩვენი სიმყარის შესუსტება. მაგრამ რუსეთს ეს არ გამოუვა. ძლიერად და ფხიზლად ვრჩებით”, - წერს ცაჰკნა.

დაკავებულთა შორის 6 წინასწარ პატიმრობაში რჩება.

სახელმწიფო პროკურორის, ტრიინუ ოლევის თქმით, დაკავებულთა შორის არიან რუსეთისა და ესტონეთის მოქალაქეები, ზოგიერთს კი ორმაგი მოქალაქეობა აქვს.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე
„თელავგაზი“ თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლისთვის გაზის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს