ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ - სერგეი შოიგუს განცხადება კირკის „გაწმენდის“ შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება

ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ უარყოფს რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებას ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე კრინკის დასახლების „გაწმენდის“ შესახებ.

„რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, ვერ მიაღწიეს რა წარმატებას ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე თავდასხმის ოპერაციებში, მიმართეს მანიპულაციას და ფაქტების გაყალბებას. აგრესორი ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გამოაცხადა დნეპრის მარცხენა სანაპიროზე პლაცდარმის გაწმენდის შესახებ. ოფიციალურად გაცნობებთ, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“, - აცხადებენ სარდლობაში.

მათივე ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ პოზიციების შენარჩუნებას და მტერს მნიშვნელოვან დანაკარგებს აყენებენ.

„ოკუპანტებმა დღის განმავლობაში თავდასხმის ერთი მცდელობა განახორციელეს და მნიშვნელოვანი დანაკარგების გამო უკან დაიხიეს“, - აცხადებენ ოპერატიულ სარდლობა "სამხრეთში"

შეგახსენებთ, სერგეი შოიგუმ გუშინ განაცხადა, რომ კრინკის დასახლება უკვე "გაწმენდილია".

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება