დონალდ ტრამპი - ნავალნი მამაცი იყო, მაგრამ უკან არ უნდა დაბრუნებულიყო

ნავალნი მამაცი იყო, მაგრამ უკან არ უნდა დაბრუნებულიყო, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ძალიან სამწუხარო სიტუაციაა. ის ძალიან მამაცი იყო, რადგან დაბრუნდა. მას შორს დარჩენა შეეძლო.

გულწრფელად რომ ვთქვათ, იგი ალბათ ბევრად უკეთ იქნებოდა შორს რომ დარჩენილიყო და ქვეყნის საზღვრებს გარედან ესაუბრა, ვიდრე უკან დაბრუნებულიყო. რადგან ხალხი ფიქრობდა, რომ ეს შეიძლებოდა მომხდარიყო და ასეც მოხდა. ეს საშინელებაა“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპის თქმით, პოლიტიკურად მოტივირებული დევნა აშშ-შიც ხდება.

„მაგრამ ეს ჩვენს ქვეყანაშიც ხდება. მრავალი თვალსაზრისით ჩვენ კომუნისტურ ქვეყნად ვიქეცით. ჩვენ თუ ამას დავაკვირდებით, მე წამყვანი კანდიდატი ვარ და ბრალს მიყენებენ“, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა