შალვა პაპუაშვილი - ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს პირველი კონსტიტუციის დღეს, როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობის უმნიშვნელოვანეს თარიღს

დღეს ჩვენი ქვეყანა აღნიშნავს პირველი კონსტიტუციის დღეს. სწორედ ამ დღეს 1921 წელს დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, იმ დროს მიღებული კონსტიტუცია ნათლად ასახავს იმდროინდელი საქართველოს მმართველი ელიტის და ქართული საზოგადოების პროგრესულობას, მის ევროპულობასა და დემოკრატიულობას.

„დღეს ჩვენი ქვეყანა აღნიშნავს პირველი კონსტიტუციის დღეს. სწორედ ამ დღეს 1921 წელს დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო. ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ საუკუნის წინ მიღებული ამ პოლიტიკური დოკუმენტით, რომელიც ნათლად ასახავს იმდროინდელი საქართველოს მმართველი ელიტის და ქართული საზოგადოების პროგრესულობას, მის ევროპულობასა და დემოკრატიულობას.

საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია სრულად იზიარებს თავისი წინამორბედის სულისკვეთებას და 2017 წლის ცვლილებებით სახელმწიფოს მოწყობის, ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე, ჭეშმარიტად ევროპული დოკუმენტად იქცა. სწორედ ასეთი კონსტიტუცია განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელ პირობებს, დაცულ და კანონიერ გარემოს.

ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დღევანდელ დღეს, როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობის უმნიშვნელოვანეს თარიღს,” - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს