ბათუმში გიდების საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

ბათუმში, გიდების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გიდების საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ღონისძიებაზე, ტურიზმის სფეროს ექსპერტები და გიდები პორტუგალიიდან, შოტლანდიიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ესტონეთიდან, პოლონეთიდან და ისრაელიდან ქართველ მომხსენებლებთან ერთად გიდის პროფესიის მნიშვნელობასა და საერთაშორისო გამოცდილებაზე საუბრობენ.

„კონფერენცია, რომელსაც ბათუმი წელს პირველად მასპინძლობს დღეს გაიხსნა და ხვალ დასრულდება. ორი დღის განმავლობაში, პანელურ სესიებზე ისეთი მნიშვნელოვანი თემები იქნება განხილული, როგორებიცაა გიდის როლი ტურისტული ადგილის პოპულარიზაციაში - გიდი, როგორც ტურისტული ადგილის ელჩი; გლობალური ტურიზმი და გიდის პროფესია - უნიკალური გამოცდილება, თანამედროვე ტექნოლოგიები და გამოწვევები; ტურიზმი და მუზეუმები - მუზეუმი, როგორც კულტურული მემკვიდრეობისა და ისტორიის საცავი.

გიდების საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით იმართება. კონფერენციაში მონაწილეობას ტურისტული გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის, პორტუგალიის ტურისტული გიდებისა და ტურ-მენეჯერთა ასოციაციის, საქართველოს და აჭარის გიდების ასოციაციების ხელმძღვანელები, გასტრონომიის, ღვინისა და ტურიზმის დარგის ექსპერტები ღებულობენ. მასზე დასწრება გიდებს, თემატური ასოციაციებისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს შეუძლიათ. მსურველებმა წინასწარი რეგისტრაცია კონფერენციის ვებგვერდზე https://batumiconf.ge/ka გაიარეს. კონფერენციის პროგრამის, მომხსენებლებისა და სტუმრების შესახებ ინფორმაციის მიღებაც ამავე გვერდზეა შესაძლებელი“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე