გიორგი ბარამიძე - ზურაბიშვილი ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით ლაპარაკობს ევროკავშირში გაწევრიანებაზე - თუ მას უნდა, რომ საქართველო მართლა იყოს ევროპული სტანდარტების სახელმწიფო, სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეწყვიტოს

იგივე პასუხისმგებლობა, როგორც ივანიშვილს, სალომე ზურაბიშვილსაც ეკისრება. ის ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით ლაპარაკობს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ეს არაფერს ნიშნავს თუ მას შინაარსი არ მოყვა - თუ მას უნდა, რომ საქართველო მართლა იყოს ევროპული სტანდარტების სახელმწიფო, სააკაშვილის ეს პოლიტიკური, აბსოლუტურად სამარცხვინო პატიმრობა უნდა შეწყვიტოს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესი უნდა გაიმართოს.

მისივე განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „სამარცხვინო პოლიტიკური პატიმრობის შეწყვეტის აუცილებლობა განსაკუთრებით აქტუალური გახდა რუსეთში ნავალნის მკვლელობის შემდეგ“.

"კიდევ უფრო ნათელი გახდა, რომ ასეთი პატიმრობა ძალიან სახიფათოა ნებისმიერი იმ ადამიანისთვის, რომელიც იყო და არის პუტინთან დაპირისპირებული. თუ ვინმე არის პუტინთან დაპირისპირებული მთელი ამ წლების განმავლობაში, სწორედ მიხეილ სააკაშვილია, არამხოლოდ საქართველოში და აღმოსავლეთ ევროპაში, არამედ მთელს ევროპაში და შესაძლოა, მთელს მსოფლიოშიც. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, მისი პატიმრობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ბევრი მიზეზის გამო. თუ კი საქართველო მიისწრაფვის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და ნორმალური ცივილიზებული, კონკურენტული არჩევნების ჩატარებისკენ, მიხეილ სააკაშვილი, როგორც მთავარი ოპოზიციური პარტიის მთავარი ლიდერი, არ შეიძლება, რომ ციხეში იჯდეს. ამიტომ, მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მისი პატიმრობა. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ იგივე პასუხისმგებლობა, როგორც ივანიშვილს, ეკისრება სალომე ზურაბიშვილს. ის ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით ლაპარაკობს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ეს არაფერს ნიშნავს, თუ მას შინაარსი არ მოყვა. ამიტომ, მას კარგად უნდა ახსოვდეს, რომ ღმერთმა დაიფაროს, თუ მიხეილ სააკაშვილი რამე მოუვა ციხეში, ის პასუხისმგებლობაც უნდა გაიზიაროთ პუტინთან და ივანიშვილთან ერთად. თუ მას უნდა, რომ საქართველო მართლა იყოს ევროპული სტანდარტების სახელმწიფო, სააკაშვილის ეს პოლიტიკური, აბსოლუტურად სამარცხვინო პატიმრობა უნდა შეწყვიტოს“,- განაცხადა ბარამიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია