თემურ ჯანაშია - ეს არის ჩვეულებრივი ვენდეტა, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი ახორციელებს

ეს არის ჩვეულებრივი ვენდეტა, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი ახორციელებს, - ასე შეაფასა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, თემურ ჯანაშიამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი პროცესი.

მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის უკანონო პატიმრობა დასრულდება მაშინ, როდესაც ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვლება.

„ალბათ, დღევანდელი სასამართლო მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. მიუნხენის კონფერენციაზე მთელი ცივილიზებული სამყარო მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიან მოპყრობას და რაოდენ ცინიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, თვითონ მიხეილ სააკაშვილის დასწრება მიუნხენის კონფერენციაზე - მისი ხარჯები, მისი სტუმრად დაპატიჟება და ა.შ, ისიც ამ საქმეში დევს და შერაცხულია, როგორც პირადი დანაშაულებრივი მოქმედება. ეს არის ძირითადი ასპექტი ამ საქმის, ეს არის ჩვეულებრივად ვენდეტა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ახორციელებს . რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ხელისუფლების ცვლილებით მოგვარდება, ეს საქმე დამთავრდება მაშინ, როცა ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვლება“, - განაცხადა თემურ ჯანაშიამ.

ცნობისთვის, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას კლინიკა "ვივამედიდან" ესწრება მიხეილ სააკაშვილი.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის