გიორგი კახიანი - შთაბეჭდილება მრჩება, რომ სალომე ზურაბიშვილის ამოცანაა, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დააბრუნოს და ამ გზაზე მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასაც არ გამოვრიცხავ

შთაბეჭდილება მრჩება, რომ სალომე ზურაბიშვილის ამოცანა არის, "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში დააბრუნოს და ამ გზაზე მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასაც არ გამოვრიცხავ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს კარგად უნდა ჰქონდეს გათვითცნობიერებული თუ რა მძიმე პოლიტიკური ტვირთი იქნება მისთვის, თუკი ქვეყნის მესამე პრეზიდენტს შეიწყალებს.

როგორც კახიანი აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად "არაერთი სპექტაკლი ვიხილეთ".

"პრეზიდენტის დესტრუქციული მოქმედებებიდან გამომდინარე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მისი ამოცანა არის, "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში დააბრუნოს და ამ გზაზე მისი მხრიდან უკვე არაფერს გამოვრიცხავ, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასაც, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს გათვითცნობიერებული, რა მძიმე პოლიტიკური ტვირთი იქნება ეს მისთვის," - განაცხადა კახიანმა.

მისივე თქმით, "ანტიდასავლურ განწყობებს ბევრი რამ შეიძლება აღვივებდეს, მაგალითად, ისეთი განცხადებები, როდესაც ჩვენ ევროპიდან ვისმენთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ყოფილა ლამის დემოკრატიის სიმბოლო".

"ბუნებრივია, საზოგადოების დიდ ნაწილში, ვინც იცის რეალურად მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა თუ როგორი კვალი დაატყო ჩვენ ქვეყანას, ასეთი განცხადებები უარყოფით რეაქციას იწვევს," - აღნიშნა კახიანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს